Monday, March 2, 2009

რობოტის შექმნა


ვქმნით რობოტს !!!

არა, არ გეგონოთ რომ კლუჩებით და ვინტებით უნდა ავაწყოთ რობოტი და მერე დენზე დავტენოთ, არა...

ჩვენ რობოტის სურათი და შემდეგ მოდელი უნდა შევქმნათ ;) რომელსაც ბევრი რამე შეეძლება ოღონდ ვირტუალურად

რაში გვჭირდება ? ის ჩვენს ანიმაციას სჭირდება, სადაც რობოტი ცოცხალი ორგანიზმის მსგავს მოძრაობებს და ლოგიკურ მოქმედებებს შეასრულებს სცენარის მიხედვით.

როგორი უნდა იყოს რობოტი ? ის უნდა იყოს ძლიერი, ამავე დროს სუსტი გარეგნობის, ღამე საშიში და დღისით სასაცილო მხიარულ პერსონაჟად გამოიყურებოდეს

მნიშვნელოვანია ის ფაქტორი რომ შევქმნათ რაღაც ახალი, არ გადმოვაკოპიროთ სხვისი შექმნილი, არამედ მოვიფიქროთ ჩვენი ფანტაზიით სრულიად ახალი რობოტი

ჩვენი პროექტის წევრებმა შექმნეს რამდენიმე რობოტის უხეში მონახატი თავიანთი ფანტაზიებით


1p6z44tf0t02zvf7sibi.jpg
მაგრამ ჯერ არ შერჩეულა და არ გადაწყვეტილა რას აირჩევს პროექტი ანიმაციაში ჩასართავად რადგანაც ჩვენ გვჭირდება რობოტის ლამაზად გაფორმებული სურათები უმჯობესია ფერადად

ჩვენი რობოტი ტეხასელი რეინჯერის სტილში უნდა იყოს დაახლოებით ანუ სიცხესა და უდაბნოს შეჩვეული

გადავწყვიტეთ მოვაწყოთ პატარა კონკურსი სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გააკეთოს რობოტის ნახატი და გვაჩვენოს მისი მინიმუმ 2 სურათი მაინც, რის შემდეგაც ჩვენ ავირჩევთ სასურველ რობოტს ან შევუკვეთავთ ყველაზე სასურველის ავტორს მის შესწორება/მოდიფიცირებას

ანიმაციაში არჩეული რობოტის ავტორი ჩართული იქნება ჩვენს ანიმაციურ პროექტში თავისი სურვილისამებრ

თქვენი დახატული სურათის ლინკი და თქვენი სახელი ან ნიკი შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარის სახით ამ თემაში, ამისათვის დააჭირეთ დაპოსტილ პასუხებს და დაპოსტეთ, თუ ბლოგსპოტზე დარეგისტრირებული არ ხართ აირჩიეთ Anonymous

თქვენს მიერ დახატული სურათები აქ დაიდება
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
-----------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------

==================================================

_______________________________________________________________