Monday, March 2, 2009

რობოტის შექმნა


ვქმნით რობოტს !!!

არა, არ გეგონოთ რომ კლუჩებით და ვინტებით უნდა ავაწყოთ რობოტი და მერე დენზე დავტენოთ, არა...

ჩვენ რობოტის სურათი და შემდეგ მოდელი უნდა შევქმნათ ;) რომელსაც ბევრი რამე შეეძლება ოღონდ ვირტუალურად

რაში გვჭირდება ? ის ჩვენს ანიმაციას სჭირდება, სადაც რობოტი ცოცხალი ორგანიზმის მსგავს მოძრაობებს და ლოგიკურ მოქმედებებს შეასრულებს სცენარის მიხედვით.

როგორი უნდა იყოს რობოტი ? ის უნდა იყოს ძლიერი, ამავე დროს სუსტი გარეგნობის, ღამე საშიში და დღისით სასაცილო მხიარულ პერსონაჟად გამოიყურებოდეს

მნიშვნელოვანია ის ფაქტორი რომ შევქმნათ რაღაც ახალი, არ გადმოვაკოპიროთ სხვისი შექმნილი, არამედ მოვიფიქროთ ჩვენი ფანტაზიით სრულიად ახალი რობოტი

ჩვენი პროექტის წევრებმა შექმნეს რამდენიმე რობოტის უხეში მონახატი თავიანთი ფანტაზიებით


1p6z44tf0t02zvf7sibi.jpg
მაგრამ ჯერ არ შერჩეულა და არ გადაწყვეტილა რას აირჩევს პროექტი ანიმაციაში ჩასართავად რადგანაც ჩვენ გვჭირდება რობოტის ლამაზად გაფორმებული სურათები უმჯობესია ფერადად

ჩვენი რობოტი ტეხასელი რეინჯერის სტილში უნდა იყოს დაახლოებით ანუ სიცხესა და უდაბნოს შეჩვეული

გადავწყვიტეთ მოვაწყოთ პატარა კონკურსი სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გააკეთოს რობოტის ნახატი და გვაჩვენოს მისი მინიმუმ 2 სურათი მაინც, რის შემდეგაც ჩვენ ავირჩევთ სასურველ რობოტს ან შევუკვეთავთ ყველაზე სასურველის ავტორს მის შესწორება/მოდიფიცირებას

ანიმაციაში არჩეული რობოტის ავტორი ჩართული იქნება ჩვენს ანიმაციურ პროექტში თავისი სურვილისამებრ

თქვენი დახატული სურათის ლინკი და თქვენი სახელი ან ნიკი შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარის სახით ამ თემაში, ამისათვის დააჭირეთ დაპოსტილ პასუხებს და დაპოსტეთ, თუ ბლოგსპოტზე დარეგისტრირებული არ ხართ აირჩიეთ Anonymous

თქვენს მიერ დახატული სურათები აქ დაიდება
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
-----------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------

==================================================

_______________________________________________________________

19 comments:

  1. ხალხო ძაან გაგვეწელა ეს რობოტის თემა და ხო არ ჯობია ჯერ სხვა რამეები გავაკეტოთ? გასაკეთებელი რობოტის გარდა კიდევ ბევრია.
    რას იტყვით?

    ReplyDelete
  2. უჰუ კაი აზრია
    მაგალითად გავაკეთოთ რობოტი პირდაპირ 3D-ში

    ReplyDelete
  3. პირდაპირ 3დ ში გაკეთება ცუდი აზრი არაა, მარა მაგიც გაგვეწელება, 3დ ში რას გავაკეთებთ თჲ ჯერ მონახაზი არ გვექნება, საერთოდ შევეშვათ ამ რობოტის თემას და სხვა დანარჩენზე ვიფიქროთ,

    ReplyDelete
  4. შენ ოპოზიციასავთ მოგდის ეხლა – მოლაპარაკებაზე წამოვალთ მიშა თუ გადადგებაო :D

    ReplyDelete
  5. http://allshares.ge/download.php?id=9038323421

    მომიტევეთ რომ ამდენი ხანი მოვუნდი, თან ვმუშაობ მე (გაფრთხილებული მყავდა LASH რომ სწრაფად ვერ ვიმუშავებდი) და ამიტომ მეწელება ხოლმე. ისე ეს ჯერ პირველი ვარიანტია, თან გასაფერადებელია მაგრამ გაფერადებას ახლა შევუდგები ფოტოშოპში და ვნახოთ.აზრი მომახსენეთ.

    Kiara

    ReplyDelete
  6. თქვენი არ ვიცი მარა მე ძაან მაგრად დამევასა

    ReplyDelete
  7. მეც ნამდვილად მომეწონა უკვე რაღაც ნორმალურ გზაზე ვდგევართ , ნამდვილად გავს სასურველი რობოტის პერსონაჟს, რას იტყვით რომ ამის აგებაზე დავიწყოთ ფიქრი, თუ რაიმე პატარა დეტალი არ მოგვწონს მგონი დიდი პრობლემა არ უნდა იყოს მისი შესწორება

    ReplyDelete
  8. მდაააა....რობოტი კარგია,ძალიან კარგია მაგრამ ეს რობოტი როგორ წარმოგიდგენიათ კომიკურ სცენაში?მე პირადად ვერ ვხედავ ამ რობოტს კომიკურ ან დრამატულ სცენაში...ტრილერის ან ვესტერნის ჟანრისთვის საუკეთესეოა.

    ვეცდები ავხწერო ჩემი აზრით რისი შეცვლაა საჭირო...ავღნიშნავ რომ რობოტიში ვესტერნის დეტალები ძალიან კარგთ და ლამაზად არის გამოკვეთილი,ჩექმები,ჟილეტი,ქუდი რაც შემდეგ მოდიფიკაციებში არ უნდა დაიკარგოს,მაგრამ...
    ჩვენ რადგან კომედიურ ჟანრსს მოვეკიდეთ და გვინდა რომ პერსონაჟმა "გაგვაცინოს" სულელური მოქმედებებით,ვთვლი რომ აუცილებლად უნდა ტოვებდეს რობოტი "ბავშვის" შთაბეჭდილებას.მაგალითად ყველაზე გავრცელებული კომიკური მომენტი,წაქცევა,ეს რობოტი რომ წაიქცეს,და რანაირადაც არ უნდა წაიქცეს სასაცილო არ იქნება,აი "ბავშვი" რობოტი კიდევ უბრალო წაბორძიკებითაც გაგაცინებს.გთავაზობთ რობოტის "გაახალგაზრდავებას"...ამისთვის ჩექმების ყელი გავზარდოთ 3–4 ზომით,ფეხები დავამოკლოთ ცოტა,ხელის მტევნები და ლავიწის ძლების ადგილი გავზარდოთ და წინამხარის ადგილი დავაპატარაოთ,ტანი დავადაბლოთ,და თავის ზომა გავზარდოთ(ეს ბოლო აუცილებელია,რადგან მიმიკა დიდ როლს თამაშობს კომედიაში).აუცილებლად უნდა შეიცვალოს ყბა,ძალიან მკაცრ გამომეტყველებას აძლევს.და უნდა დაემატოს რააცა პრიკოლი 1 ელემენტი მაინც,მე ვერ წარმომიდგენია ეს რა შეილება იყოს ამიტომ ვერ ვწერ,მაგალითისთვის,თავი "ჩაინიკი"მოკლეთ რაიმე დეტალი რაც გახდის პერსონაჯს განსაკუთრებულს,განუმეორებელს.

    ნუ როგორც ვხვდები მხატვარმა ამ სურათში აქცენტი გააკეთა ვესტერნზე,ძალიან კარგათ გამოუვიდა მაგრამ ამ ვესტერნს კომედიაც უნდა დაუმატოთ.

    ეს ჩემი აზრია,და სასურველი იქნება თუ ყველა დეტალურად დავწერთ სკეჩის პლიუს–მინუსებს,რაც მხატვარს მომავალ მუშაობას გაუადვილებს.

    უკეთესი იქნება თუ მხატვარს დრო ქვს იმისთვის რომ პირადად შეგვხვდეს,უფრო სწრაფად მოვამთავრებთ ამ საქმეს...

    P.S.რა ბოროტი ვარ რაააა...


    Syncmaster

    ReplyDelete
  9. საინტერესო კუთხით უყურებ შენ ამას ვასო, მართალია კომედიურ შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს და კარგი იქნება თუ ცოტა გაკომიკურდება როგორც შენ ამბობ

    რაც შეეხება თავს – შეიძლება გავდეს რაიმე მრგვალ ფიგურას ცოტა კუთხეებით ყბების ადგილას ან რაღაც მაგდაგვარი

    ReplyDelete
  10. მხატვრის შეხვედრაც ჩვენ ყველასთან ერთად ერთ საღამოს რათქმაუნდა ძალიან კარგი იქნება

    ReplyDelete
  11. მოკლედ მე ვფიქრობ მხატვარმა ბევრი რომ არ იწვალოს და პირდაპირ ორ ხედში გააკეთოს სურათი ჯობია ანუ – წინხედი და გვერდხედი რომ იმის მიხედვით აგებაც გაადვლდება პროგრამაში

    ReplyDelete
  12. ცოტა დიდი ხანი მოვუნდი,თან სამუშაო და თან ეს ცოტა ძნელია :)წინასწარ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულებს.
    მრავალ კარგს დაესწარით. ზურგი დამრჩა კიდე. ჯერჯერობით ეგაა.

    [URL=http://radikal.ru/F/s47.radikal.ru/i118/0904/df/4d14c66be6ea.jpg.html][IMG]http://s47.radikal.ru/i118/0904/df/4d14c66be6eat.jpg[/IMG][/URL]

    ReplyDelete
  13. http://s47.radikal.ru/i118/0904/df/4d14c66be6ea.jpg

    :) უფროსწორად, ეს :D

    ReplyDelete
  14. გაიხარე შენც გილოცავ

    ReplyDelete
  15. ქრისტე აღსდგა!

    ReplyDelete
  16. ჭეშმარიტად !

    :D

    ReplyDelete
  17. http://s42.radikal.ru/i097/0905/4e/4304f4786add.jpg iqneb genaxat chemi robotii :P:P:P:P

    ReplyDelete
  18. isev ese damTavrdeba

    ReplyDelete
  19. http://3dproject01.blogspot.com/2009/05/blog-post.html

    ReplyDelete