Monday, March 2, 2009
რობოტის შექმნა
ვქმნით რობოტს !!!
არა, არ გეგონოთ რომ კლუჩებით და ვინტებით უნდა ავაწყოთ რობოტი და მერე დენზე დავტენოთ, არა...
ჩვენ რობოტის სურათი და შემდეგ მოდელი უნდა შევქმნათ ;) რომელსაც ბევრი რამე შეეძლება ოღონდ ვირტუალურად
რაში გვჭირდება ? ის ჩვენს ანიმაციას სჭირდება, სადაც რობოტი ცოცხალი ორგანიზმის მსგავს მოძრაობებს და ლოგიკურ მოქმედებებს შეასრულებს სცენარის მიხედვით.
როგორი უნდა იყოს რობოტი ? ის უნდა იყოს ძლიერი, ამავე დროს სუსტი გარეგნობის, ღამე საშიში და დღისით სასაცილო მხიარულ პერსონაჟად გამოიყურებოდეს
მნიშვნელოვანია ის ფაქტორი რომ შევქმნათ რაღაც ახალი, არ გადმოვაკოპიროთ სხვისი შექმნილი, არამედ მოვიფიქროთ ჩვენი ფანტაზიით სრულიად ახალი რობოტი
ჩვენი პროექტის წევრებმა შექმნეს რამდენიმე რობოტის უხეში მონახატი თავიანთი ფანტაზიებით
მაგრამ ჯერ არ შერჩეულა და არ გადაწყვეტილა რას აირჩევს პროექტი ანიმაციაში ჩასართავად რადგანაც ჩვენ გვჭირდება რობოტის ლამაზად გაფორმებული სურათები უმჯობესია ფერადად
ჩვენი რობოტი ტეხასელი რეინჯერის სტილში უნდა იყოს დაახლოებით ანუ სიცხესა და უდაბნოს შეჩვეული
გადავწყვიტეთ მოვაწყოთ პატარა კონკურსი სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გააკეთოს რობოტის ნახატი და გვაჩვენოს მისი მინიმუმ 2 სურათი მაინც, რის შემდეგაც ჩვენ ავირჩევთ სასურველ რობოტს ან შევუკვეთავთ ყველაზე სასურველის ავტორს მის შესწორება/მოდიფიცირებას
ანიმაციაში არჩეული რობოტის ავტორი ჩართული იქნება ჩვენს ანიმაციურ პროექტში თავისი სურვილისამებრ
თქვენი დახატული სურათის ლინკი და თქვენი სახელი ან ნიკი შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარის სახით ამ თემაში, ამისათვის დააჭირეთ დაპოსტილ პასუხებს და დაპოსტეთ, თუ ბლოგსპოტზე დარეგისტრირებული არ ხართ აირჩიეთ Anonymous
თქვენს მიერ დახატული სურათები აქ დაიდება
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
-----------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------
==================================================
_______________________________________________________________
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ხალხო ძაან გაგვეწელა ეს რობოტის თემა და ხო არ ჯობია ჯერ სხვა რამეები გავაკეტოთ? გასაკეთებელი რობოტის გარდა კიდევ ბევრია.
ReplyDeleteრას იტყვით?
უჰუ კაი აზრია
ReplyDeleteმაგალითად გავაკეთოთ რობოტი პირდაპირ 3D-ში
პირდაპირ 3დ ში გაკეთება ცუდი აზრი არაა, მარა მაგიც გაგვეწელება, 3დ ში რას გავაკეთებთ თჲ ჯერ მონახაზი არ გვექნება, საერთოდ შევეშვათ ამ რობოტის თემას და სხვა დანარჩენზე ვიფიქროთ,
ReplyDeleteშენ ოპოზიციასავთ მოგდის ეხლა – მოლაპარაკებაზე წამოვალთ მიშა თუ გადადგებაო :D
ReplyDeletehttp://allshares.ge/download.php?id=9038323421
ReplyDeleteმომიტევეთ რომ ამდენი ხანი მოვუნდი, თან ვმუშაობ მე (გაფრთხილებული მყავდა LASH რომ სწრაფად ვერ ვიმუშავებდი) და ამიტომ მეწელება ხოლმე. ისე ეს ჯერ პირველი ვარიანტია, თან გასაფერადებელია მაგრამ გაფერადებას ახლა შევუდგები ფოტოშოპში და ვნახოთ.აზრი მომახსენეთ.
Kiara
თქვენი არ ვიცი მარა მე ძაან მაგრად დამევასა
ReplyDeleteმეც ნამდვილად მომეწონა უკვე რაღაც ნორმალურ გზაზე ვდგევართ , ნამდვილად გავს სასურველი რობოტის პერსონაჟს, რას იტყვით რომ ამის აგებაზე დავიწყოთ ფიქრი, თუ რაიმე პატარა დეტალი არ მოგვწონს მგონი დიდი პრობლემა არ უნდა იყოს მისი შესწორება
ReplyDeleteმდაააა....რობოტი კარგია,ძალიან კარგია მაგრამ ეს რობოტი როგორ წარმოგიდგენიათ კომიკურ სცენაში?მე პირადად ვერ ვხედავ ამ რობოტს კომიკურ ან დრამატულ სცენაში...ტრილერის ან ვესტერნის ჟანრისთვის საუკეთესეოა.
ReplyDeleteვეცდები ავხწერო ჩემი აზრით რისი შეცვლაა საჭირო...ავღნიშნავ რომ რობოტიში ვესტერნის დეტალები ძალიან კარგთ და ლამაზად არის გამოკვეთილი,ჩექმები,ჟილეტი,ქუდი რაც შემდეგ მოდიფიკაციებში არ უნდა დაიკარგოს,მაგრამ...
ჩვენ რადგან კომედიურ ჟანრსს მოვეკიდეთ და გვინდა რომ პერსონაჟმა "გაგვაცინოს" სულელური მოქმედებებით,ვთვლი რომ აუცილებლად უნდა ტოვებდეს რობოტი "ბავშვის" შთაბეჭდილებას.მაგალითად ყველაზე გავრცელებული კომიკური მომენტი,წაქცევა,ეს რობოტი რომ წაიქცეს,და რანაირადაც არ უნდა წაიქცეს სასაცილო არ იქნება,აი "ბავშვი" რობოტი კიდევ უბრალო წაბორძიკებითაც გაგაცინებს.გთავაზობთ რობოტის "გაახალგაზრდავებას"...ამისთვის ჩექმების ყელი გავზარდოთ 3–4 ზომით,ფეხები დავამოკლოთ ცოტა,ხელის მტევნები და ლავიწის ძლების ადგილი გავზარდოთ და წინამხარის ადგილი დავაპატარაოთ,ტანი დავადაბლოთ,და თავის ზომა გავზარდოთ(ეს ბოლო აუცილებელია,რადგან მიმიკა დიდ როლს თამაშობს კომედიაში).აუცილებლად უნდა შეიცვალოს ყბა,ძალიან მკაცრ გამომეტყველებას აძლევს.და უნდა დაემატოს რააცა პრიკოლი 1 ელემენტი მაინც,მე ვერ წარმომიდგენია ეს რა შეილება იყოს ამიტომ ვერ ვწერ,მაგალითისთვის,თავი "ჩაინიკი"მოკლეთ რაიმე დეტალი რაც გახდის პერსონაჯს განსაკუთრებულს,განუმეორებელს.
ნუ როგორც ვხვდები მხატვარმა ამ სურათში აქცენტი გააკეთა ვესტერნზე,ძალიან კარგათ გამოუვიდა მაგრამ ამ ვესტერნს კომედიაც უნდა დაუმატოთ.
ეს ჩემი აზრია,და სასურველი იქნება თუ ყველა დეტალურად დავწერთ სკეჩის პლიუს–მინუსებს,რაც მხატვარს მომავალ მუშაობას გაუადვილებს.
უკეთესი იქნება თუ მხატვარს დრო ქვს იმისთვის რომ პირადად შეგვხვდეს,უფრო სწრაფად მოვამთავრებთ ამ საქმეს...
P.S.რა ბოროტი ვარ რაააა...
Syncmaster
საინტერესო კუთხით უყურებ შენ ამას ვასო, მართალია კომედიურ შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს და კარგი იქნება თუ ცოტა გაკომიკურდება როგორც შენ ამბობ
ReplyDeleteრაც შეეხება თავს – შეიძლება გავდეს რაიმე მრგვალ ფიგურას ცოტა კუთხეებით ყბების ადგილას ან რაღაც მაგდაგვარი
მხატვრის შეხვედრაც ჩვენ ყველასთან ერთად ერთ საღამოს რათქმაუნდა ძალიან კარგი იქნება
ReplyDeleteმოკლედ მე ვფიქრობ მხატვარმა ბევრი რომ არ იწვალოს და პირდაპირ ორ ხედში გააკეთოს სურათი ჯობია ანუ – წინხედი და გვერდხედი რომ იმის მიხედვით აგებაც გაადვლდება პროგრამაში
ReplyDeleteცოტა დიდი ხანი მოვუნდი,თან სამუშაო და თან ეს ცოტა ძნელია :)წინასწარ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულებს.
ReplyDeleteმრავალ კარგს დაესწარით. ზურგი დამრჩა კიდე. ჯერჯერობით ეგაა.
[URL=http://radikal.ru/F/s47.radikal.ru/i118/0904/df/4d14c66be6ea.jpg.html][IMG]http://s47.radikal.ru/i118/0904/df/4d14c66be6eat.jpg[/IMG][/URL]
http://s47.radikal.ru/i118/0904/df/4d14c66be6ea.jpg
ReplyDelete:) უფროსწორად, ეს :D
გაიხარე შენც გილოცავ
ReplyDeleteქრისტე აღსდგა!
ReplyDeleteჭეშმარიტად !
ReplyDelete:D
http://s42.radikal.ru/i097/0905/4e/4304f4786add.jpg iqneb genaxat chemi robotii :P:P:P:P
ReplyDeleteisev ese damTavrdeba
ReplyDeletehttp://3dproject01.blogspot.com/2009/05/blog-post.html
ReplyDelete